geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ტურიზმის სკოლის სტუდენტების შეხვედრა ქალბატონ მაია მურაჩაშვილთან

29 ოქტომბერს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლაში სტუდენტებს შეხვდა ტურისტული კომპანია „იბერია ტურს პლიუსის“ და სასტუმროების მართვისა და საკონსულტაციო კომპანია Hotels Strategy Management Group-ის (HSMG) დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ქალბატონი მაია მურაჩაშვილი.
ქალბატონმა მაია მურაჩაშვილმა სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია, თემაზე: „ტურიზმი და სტუმარმასპინძლობა პრაქტიკაში: კარიერა, ბიზნესი და გადაწყვეტილებები“.
ლექცია ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. სტუდენტები ჯგუფებად დაიყვნენ და სხვადასხვა სიტუაციური ქეისი განიხილეს, რამაც დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
შეხვედრა გაიმართა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიმდინარე პროექტის — „შეხვდი ინდუსტრიის ლიდერებს“ — ფარგლებში, რომელიც ხორციელდება თსუ სტუდენტური თვითმმართველობის ქმედითი ჩართულობით და საქართველოს ტურიზმის ასოციაციის (Georgian Tourism Association — GTA) აქტიური მხარდაჭერით.
 

თარიღი: 29/10/2026